воскресенье, 6 октября 2013 г.
პირველი მოდულის რეფლექსია
III კლასის მასწავლებლებისთვის საინტერესო ეტაპი დაიწყო. ტექნოლოგიების გამოყენებით ვიწყებთ სასწავლო პროექტების დეტალურად განხილვას.
ძალიან საინტერესო იყო პირველი მოდული. ინტელის საგანმანათლებლო გზამკვლევის დახმარებით დეტალურად განვიხილეთ პროექტების დაგეგმვა, მეთოდურად განვიხილეთ პუბლიკაციები, იდეურად დავამუშავეთ, გავეცანით ნიმუშებს.
მოუთმენლად ველი შემდეგ მოდულს. მინდა ჩემს პატარა მოსწავლეებს,რომლებსაც ძალიან მოსწონთ პროექტებზე მუშაობა, გავუზიარო ჩემი გამოცდილება.
2 коммент.:
წარმატებები ვერიკო!
მადლობა, მაკა. ჩვენი პროექტებით გაგვეხალისებინოს საგაკვეთილო პროცესები !
Отправить комментарий