понедельник, 11 ноября 2013 г.

პროექტების პრეზენტაცია

воскресенье, 10 ноября 2013 г.

მერვე მოდულის რეფლექსია

მოუთმენლად ველოდი დღევანდელ მოდულს, ჩვენი სასწავლო პროექტების პრეზენტაციებს. ყოჩაღ, გოგოებო, საკმაოდ საინტერესო ნამუშევრებს გავეცანით.პრეზენტაციების შემდეგ ვისწავლეთ ჩვენი საქაღალდის  დრაივზე ატვირთვა.
წარმატებებს ვუსურვებ ყველას პროფესიულ საქმიანობაში!

მეექვსე და მეშვიდე მოდულების რეფლექსია

ეს მოდულები დამეხმარა ,როგორ შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ, როგორ დავაკმაყოფილო მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებანი, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, კიდევ ერთხელ გადავხედეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს, სასწავლო გეგმას და შევიტანეთ ცვლილებები.

суббота, 2 ноября 2013 г.

მეხუთე მოდულის რეფლექსია

 მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ შეფასებაში.ზოგიერთი მოსწავლითვის ეს შეიძლება რთული აღმოჩნდეს.  მოსწავლეს სჭირდება ბევრი ახალი უნარის გამოყენების შესაძლებლობა, განსაკუთრებით : სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენა და მათი დაძლევის სტრატეგიის შერჩევა, თანატოლებისთვის უკუკავშირის გაზიარება და მათგან მიღება.
მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები, თუ როგორ უნდა გამოვიყენო რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები.

суббота, 26 октября 2013 г.

III da IV მოდულების რეფლექსია

ამ მოდულების თემატიკა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. დაწვრილებით განვიხილეთ, თუ როგორ მოვახერხებთ ჩვენს სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირებას,განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები, როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება,შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშები.

воскресенье, 13 октября 2013 г.

მოდული 2, დღე 4

ჩვენ უკვე გავიარეთ ორი მნიშვნელოვანი საფეხური. დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, შევადგინეთ დროში გაწერილი გეგმა. საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო. დიდი მადლობა ჩემს საყვარელ ტრენერს და კოლეგას ნანა ედიშერაშვილს!