суббота, 26 октября 2013 г.

III da IV მოდულების რეფლექსია

ამ მოდულების თემატიკა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. დაწვრილებით განვიხილეთ, თუ როგორ მოვახერხებთ ჩვენს სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირებას,განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები, როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება,შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშები.

воскресенье, 13 октября 2013 г.

მოდული 2, დღე 4

ჩვენ უკვე გავიარეთ ორი მნიშვნელოვანი საფეხური. დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, შევადგინეთ დროში გაწერილი გეგმა. საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო. დიდი მადლობა ჩემს საყვარელ ტრენერს და კოლეგას ნანა ედიშერაშვილს!

суббота, 12 октября 2013 г.

III დღის რეფლექსია

საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა დღევანდელი მოდული. შევიმუშავეთ ჩვენი პროექტის მიზნები და ამოცანები. ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები. გავეცანით სასწავლო პროექტების ნიმუშებს, რომლებიც იმედია დაგვეხმარება უფრო წარმატებით განვახორციელოთ ჩვენი პროექტები.

воскресенье, 6 октября 2013 г.

პირველი მოდულის რეფლექსია

III კლასის მასწავლებლებისთვის საინტერესო ეტაპი დაიწყო. ტექნოლოგიების გამოყენებით ვიწყებთ სასწავლო პროექტების დეტალურად განხილვას. ძალიან საინტერესო იყო პირველი მოდული. ინტელის საგანმანათლებლო გზამკვლევის დახმარებით დეტალურად განვიხილეთ პროექტების დაგეგმვა, მეთოდურად განვიხილეთ პუბლიკაციები, იდეურად დავამუშავეთ, გავეცანით ნიმუშებს. მოუთმენლად ველი შემდეგ მოდულს. მინდა ჩემს პატარა მოსწავლეებს,რომლებსაც ძალიან მოსწონთ პროექტებზე მუშაობა, გავუზიარო ჩემი გამოცდილება.